თავში

ირანი ბირთვულ შეთანხმებას აშშ-ის სანქციების გაუქმების შემდეგ დაუბრუნდება

ირანი ბირთვულ შეთანხმებას აშშ-ის სანქციების გაუქმების შემდეგ დაუბრ
ირანი ბირთვულ შეთანხმებას აშშ-ის სანქციების გაუქმების შემდეგ დაუბრუნდება

ირანის უზენაესმა ლიდერმა და წინამძღვარმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ ვაშინგტონი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

”ირანმა შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, განსხვავებით შეერთებული შტატებისა და ევროპული სამი ქვეყნისგან ... თუ მათ სურთ, რომ ირანი მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს დაუბრუნდეს, შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად უნდა მოხსნას ყველა სანქცია.

შემდეგ, გადამოწმების შემდეგ თუ დადასტურდება, რომ ყველა სანქცია სწორად მოიხსნა, მის (ბირთვული შეთანხმების) შესრულებას დავუბრუნდებით”, - განაცხადა ხამენეიმ ირანის საჰაერო ძალების მეთაურებთან შეხვედრაზე.

ცნობისთვის, 2015 წელს ირანმა ექვს ქვეყანასთან ბირთვული შეთანხმება გააფორმა. შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, ირანისათვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. თუმცა, აშშ-მა 2018 წელს, შეთანხმებაზე უარი თქვა და ირანის მიმართ დაწესებული სანქციები განაახლა. საპასუხოდ, ირანმა 2019 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივი შემცირების შესახებ განაცხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system