თავში

ირანი Boeing-ის "შავ ყუთს" საფრანგეთში გადააგზავნის

ირანი Boeing-ის "შავ ყუთს" საფრანგეთში გადააგზავნის
ირანი Boeing-ის შავ ყუთს საფრანგეთში გადააგზავნის

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ავიაკატასტროფების საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ჰასან რეზაიფარის განცხადებით, ირანი მზად არის, ჩამოგდებული უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის Boeing-737 „შავი ყუთის“ ჩანაწერები გასაშიფრად საფრანგეთში გადააგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას  სააგენტო IRNA ავრცელებს.

ჰასან რეზაიფარის განცხადებით, ირანს არ გააჩნია „შავი ყუთის“ გაშიფვრისათვის საჭირო ტექნოლოგიები. რეზაიფარმა აღნიშნა, რომ ირანმა მიმართა კანადას, საფრანგეთსა და აშშ-ს „შავი ყუთის“ გაშიფვრისათვის საჭირო მოწყობილობების მიწოდების თხოვნით, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის უფროსის განცხადებით, „შავი ყუთის“ საფრანგეთში გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მანამდე იქნა მიღებული, სანამ საზოგადოებისათვის თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი გახდებოდა ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system