თავში

ირანი ბრიტანეთის ელჩის დაკავებაზე განმარტებას აკეთებს

ირანი ბრიტანეთის ელჩის დაკავებაზე განმარტებას აკეთებს
ირანი ბრიტანეთის ელჩის დაკავებაზე განმარტებას აკეთებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, აბას არაქჩის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩი, რობერტ მაქეირი თეირანში გამართულ აქციაზე, როგორც უცნობი უცხოელი, ისე დააკავეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ელჩი 15 წუთის შემდეგ გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მისი ვინაობა დადგინდა.

”ის დააკავეს, როგორც არალეგალურ შეხვედრაზე მყოფი უცნობი უცხოელი. როდესაც პოლიციამ შემატყობინa, რომ დაკავებული პირი თავს ბრიტანეთის ელჩად აცხადებს, მე ვუთხარი: ”ეს შეუძლებელია!” მასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ დაკავებული ნამდვილად ის იყო. თხუთმეტი წუთის შემდეგ, ის გაათავისუფლეს”- დაწერა არაქჩიმ Twitter– ის გვერდზე.

ცნობისთვის, ირანის მეჯლისის დეპუტატმა, დღეს ბრიტანეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვა. დეპუტატი აღნიშნულის მიზეზად ანტისამთავრობო აქციაში რობ მაქეირის მონაწილეობას ასახელებს.

„შემდეგ ელჩს ეცოდინება კანონები და იმედია, პატივს სცემს დიპლომატიურ კრიტერიუმებს“, – განაცხადა ალაედინ ბორუჯერდიმ.

ირანში ბრიტანეთის ელჩი რობ მაქეირი, გუშინ თეირანში „აქციის წახალისების“ მოტივით, რამდენიმე საათით დააკავეს. თავად ელჩი აცხადებს, რომ ის აქციაში არ მონაწილეობდა.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ მე არანაირ დემონსტრაციაში არ ვმონაწილეობდი. მივედი დაანონსებულ სამგლოვიარო ცერემონიაზე, რომელიც ირანში ჩამოგდებულ უკრაინულ ავიახაზების მგზავრების ხსოვნას ეძღვნებოდა. ბუნებრივია რომ ასე მოვიქეცი, მსხვერპლთა შორის ხომ ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქეც იყო. მას შემდეგ, რაც ღონისძიებაზე ყვირილი დაიწყეს, მე ტერიტორია დავტოვე“, – წერს ელჩი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ირანის დედაქალაქში ამირ ქაბირის უნივერსიტეტის მახლობლად აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ასობით სტუდენტი მონაწილებს. აქციის მონაწილეები პატივს მიაგებენ უკრაინული Boeing-ის დაღუპულ მგზავრებს. ისინი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system