თავში

ირანი COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს

ირანი COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს
ირანი COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს

ირანის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევების ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება.

ვაქცინამ ცხოველებზე ტესტირების ეტაპი წარმატებით გაიარა და მეცნიერები მზად არიან პრეპარატი ადამიანებზე გამოსცადონ. ვაქცინამ მასობრივი წარმოების დაწყებამდე კლინიკური კვლევების სამი ეტაპი უნდა გაიაროს. 

ირანის მიერ შემუშავებული ვაქცინა სხვადასხვა ვირუსის მკვდარ და დასუსტებულ ფრაგმენტებს შეიცავს.

ირანში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 398 ათასს აჭარბებს. დაავადებას 22 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system