თავში

ირანი ერაყში აშშ-ის ბაზაზე ახალი სარაკეტო იერიშით იმუქრება - განახლებულია

ირანი ერაყში აშშ-ის ბაზაზე ახალი სარაკეტო იერიშით იმუქრება
ირანი ერაყში აშშ-ის ბაზაზე ახალი სარაკეტო იერიშით იმუქრება - განახლებულია

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული ტელევიზია ავრცელებს. მედიის ცნობით, იერიში სრული სიზუსტით განხორციელდა.

სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა სამხედრო საჰაერო ბაზა აინ ალ-ასადი. აქ 1500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

CNN-ის ინფორმაციით, აინ ალ-ასადის ავიაბაზაზე განხორციელებული იერიშისას ერაყელები დაშავდნენ. ტელეარხის ცნობით, წყარომ ჯერჯერობიოთ ვერ გაარკვია, ერაყის მოქალაქეები დაიღუპნენ თუ დაჭრილები არიან. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ამერიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN- ს განუცხადა, რომ ამჟამად აშშ-ს მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ცნობით კი, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ერაყელი სამხედროები არ დაშავებულან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ავრცელებს.

კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი, რომელზეც ირანმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა, ქალაქ ერბილის აეროპორტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ერბილის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა ისროლეს, თუმცა „სიენენის“ ცნობით, მათი ნაწილი არ აფეთქდა.

ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, აშშ-ის მიერ გადადგმულ ნებისმიერ „რეპრესიულ ნაბიჯს“ ირანის მხრიდან მორიგი უმკაცრესი რეაქცია მოჰყვება.

„ამერიკელებმა ახლა უკვე იციან, რომ მათი ბაზები ერაყში მიზანშია ამოღებული და მასზე შეტევა შეიძლება ისევ განხორციელდეს, თუ აშშ-ს პირველ შეტევაზე რეაქცია ექნება“ .

აიათოლა ალი ჰამენეის წარმომადგენელის განაცხადებით, თეირანის რეაქცია, გენარალ ქასემ სულეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით „ყველაზე სუსტი“ ქმედება იყო ირანის შურისძიების სცენარში.

განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმაც გაავრცელა. მისი თქმით, ირანს არ სურს ესკალაცია. 

„ირანმა მიიღო და აღასრულა პროპორციული ზომები თავდაცვის მიზნით, რაც გათვალისწინებულია გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლით და დარტყმა განახორციელა ბაზაზე, საიდანაც მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ჩვენი მოქალაქეებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე.

„სიენენის“ ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანის სარაკეტო დარტყმის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინება დროულად მიიღეს. როგორც ტელეკომპანიას ანონიმურმა წყარომ უთხრა, სამხედროებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა თავშესაფრებში ჩასულიყვნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system