თავში

ირანი: კორონავირუსთან ბრძოლას აშშ-ი აფერხებს

​ირანი: კორონავირუსთან ბრძოლას აშშ-ი აფერხებს
ირანი: კორონავირუსთან ბრძოლას აშშ-ი აფერხებს

ირანის ხელისუფება აშშ-ს ახალ ბრალდებას უყენებს. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ამერიკული მხარის მიერ დაკისრებული სანქციები მათ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას აფერხებს. ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა.

ჯავად ზარიფის თქმით, ისინი ირანისთვის დაკისრებული სანქციების გაუქმებას ითხოვენ.

მაგრამ აშშ-ს არ ესმის, ის აფერხებს COVID-19-თან გლობალურ ბრძოლას, სამართლებრივად დაცვის ერთადერთი სწორი გზა აშშ-ის საჯაროდ დასჯაა“, - გააცხადა ზარიფმა. 

ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის განცხადებით, ირანში არ არის საკმარისი მედიკამენტები, საკვები პროდუქტები და ამაზე აშშ აგებს პასუხს.

პრეზიდენტის თქმით, ისინი უარს ამბობენ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე და სანქციების გაუქმებას ითხოვენ.

რაც შეეხება კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლას, როჰანის თქმით, ირანმა იცის რასაც აკეთებს და ქვეყნის სპეციალისტები საქმეს თავს კარგად ართმევენ.

ზარიფის და როჰანის განცხადებას წინ უძღოდა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის განცხადება, სადაც მან აშშ ვირუსის შექმნასა და გავრცელებაში დაადანაშაულა.

ირანში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 21638 ადამიანი დაინფიცირდა. მკურნალობს 1204, გამოჯანმრთელდა 7913 და გარდაიცვალა 1685 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system