თავში

ირანი ნათანზში ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის გამო იმუქრება

​ირანი ნათანზში ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის გამო იმუქრება
ირანი ნათანზში ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის გამო იმუქრება

ირანი ისრაელს პასუხს აგებინებს ნათანზში ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის გამო. ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ჰატიბზადემ გააკეთა. სამინისტროში ისრაელი ოფიციალურად დაადანაშაულეს ირანულ ბირთვულ ობიექტზე შექმნილი ვითარების გამო და საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრნენ.

"ირანი უკანასკნელი თავდასხმისთვის საჭირო დროს შურს იძიებს ისრაელის რეჟიმზე", - ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციას Press TV ავრცელებს. 

ჰატიბზადემ ეს ფაქტი ირანის მიწაზე განხორციელებულ ბირთვულ ტერორიზმად შეაფასა და განაცხადა, რომ ირანი ურანის გამდიდრების პოტენციის კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

11 აპრილს ირანის "შაჰიდ აჰმად როშანის" ელექტროგამანაწილებელ ქსელში ავარია მოხდა. 

მანამდე ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ნათანზის სადგურზე ინციდენტი ელექტროგადამცემი ქსელის პრობლემამ გამოიწვია.

ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში, უდაბნოში მდებარე ობიექტი ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და მას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები აკონტროლებენ. ისრაელის მედიის ინფორმაციით,  ნათანზში ზარალი უფრო დიდი იყო, ვიდრე ირანში განაცხადეს. ამ ეტაპზე მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს. 

ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს. ირანის ოფიციალური ინფორმაციით, ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system