თავში

ირანი სამხედრო ძალის დემონსტირებას აგრძელებს

ირანი სამხედრო ძალის დემონსტირებას აგრძელებს
ირანი სამხედრო ძალის დემონსტირებას აგრძელებს

აშშ-სთან ურთიერთობის დაძაბულობის ფონზე, ირანმა ომანის ყურეში საზღვაო წვრთნები ჩაატარა.

ირანმა სარაკეტო გასროლები განახორციელა და როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, რეკეტები წარმატებით ხვდებოდა სამიზეებს.

"ჩვენი ქვეყნის მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანის საზღვაო საზღვრების ნებისმიერი დარღვევა  გამოიწვევს ჩვენს მყისიერ პასუხს", - განაცხადა ადმირალმა ჰამზე ალი კავიანმა. 

ბოლო კვირების განმავლობაში, ირანმა სამხედრო წვრთნები გააფართოვა. რევოლუციურმა არმიამ სპარსეთის ყურეში საზღვაო აღლუმი ჩაატარა. ერთი კვირით ადრე კი საჰაერო აღლუმიც მოეწყო. 

აშშ-ისა და ირანის ურთიერთობა 2018 წელს კიდევ უფრო დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system