თავში

ირანი სირიასთან ურთიერთობების გაძლიერებას გეგმავს

​ირანი სირიასთან ურთიერთობების გაძლიერებას გეგმავს
ირანი სირიასთან ურთიერთობების გაძლიერებას გეგმავს

სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების მიუხედავად, თეირანი დამასკოსთან ურთიერთობების გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ განაცხადა.

"როგორც მანამდე, ჩვენ სირიის ერთან და მთავრობასთან ეკონომიკურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ და სანქციების მიუხედავად, ეკონომიკურ ურთიერთობას გავაძლიერებთ", - განაცხადა მუსავიმ.

მან სანქციებს "ეკონომიკური ტერორიზმი" უწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პირობებში ეს არაჰუმანურია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც "კეისრის" სახელითაა ცნობილი. ის ძალაში 1 ივნისს შევიდა და მოიცავს სანქციებს, რომელიც სირიის ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროს ეხება. 17 ივნისს სანქციები გაფართოვდა და აქ 14 ადამიანი დაემატა, მათ შორის სირიის პრეზიდენტიც, ბაშარ ასადის ცოლი ასმა და მისი და ბუშრა, ასევე 21 ორგანიზაცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system