თავში

ირანი უფრო მეტ ურანს ამდიდრებს, ვიდრე 2015 წლის ხელშეკრულებამდე

​ირანი უფრო მეტ ურანს ამდიდრებს, ვიდრე 2015 წლის ხელშეკრულებამდე
ირანი უფრო მეტ ურანს ამდიდრებს, ვიდრე 2015 წლის ხელშეკრულებამდე

აჟამად ირანი უფრო მეტ ურანს ამდიდრებს, ვიდრე მანამდე, სანამ ირანი 2015 წელს მსოფლიო სახელმწიფოებთან ბირთვულ ხელშეკრულებას დასთანხმდა. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„ჩვენ ახლა უფრო მეტად ვამდიდრებთ ურანს, ვიდრე ხელშეკრულების დადებამდე. ირანზე ზეწოლა გაიზარდა, მაგრამ ჩვენ წინსვლას განვაგრძობთ“, - განაცხადა როჰანიმ.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, ირანის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული დავების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საერთო განცხადება გაავრცელეს. მას თეირანი გამოეხმაურა.

თეირანმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება სრულად 5 იანვარს დატოვა. რამდენიმე დღის წინ ლონდონმა, პარიზმა და ბერლინმა თეირანს შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system