თავში

ირანი უკრაინას ჩამოგდებული თვითმფრინავის შავ ყუთს გადასცემს

ირანი უკრაინას ჩამოგდებული თვითმფრინავის შავ ყუთს გადასცემს
ირანი უკრაინას ჩამოგდებული თვითმფრინავის შავ ყუთს გადასცემს

ირანი უკრაინას ჩამოგდებული თვითმფრინავის შავ ყუთებს გადასცემს. იქ არსებული ინფორმაცია ფრანგ, კანადელ და ამერიკელ ექსპერტებსაც გადაეცემათ შესასწავლად. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Tansim ავრცელებს. 

"იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში შავი ყუთებიდან ინფორმაციას ვერ მოიპოვებენ, შავი ყუთები საფრანგეთში გაიგზავნება. ირანი, დამოუკიდებლად შავი ყუთების ინფორმაციას არ ნახავს", - განაცხადა ირანის სამოქალაქო ავიაციაში უბედური შემთხვევების გამოძიების დირექტორმა ჰასან რეზაიფარმა.

უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ირანის შეიარაღებულმა ძალებმა 8 იანვარს ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა. ამ ფაქტის გამო საერთაშორისო ზეწოლა ირანზე გაძლიერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system