თავში

ირანი ურანს 60%-მდე გაამდიდრებს

ირანი ურანს 60%-მდე გაამდიდრებს
ირანი ურანს 60%-მდე გაამდიდრებს

ირანი ურანს 60%-მდე გაამდიდრებს, რაც ირანისთვის უმაღლესი დონე იქნება. ამასთან, თეირანი გეგმავს 1000 ახალი ცენტრიფუგის დამონტაჟებას. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 90%-მდე გამდიდრებული ურანის გამოყენება უკვე შესაძლებელია ბირთვულ იარაღში. ირანს ყველა შესაძლებლობა აქვს დაიწყოს საშიში იარაღის წარმოება.

”60%-დან 90%-მდე ძალიან ცოტაა. მე არ ვარ ბირთვული მეცნიერი, მაგრამ ვიცი, რომ სულ პატარა ნაბიჯი რჩება. ირანს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა საკმარისად გაამდიდროს ურანი და დაიწყოს ბირთვული ბომბების შექმნა. არავინ იცის, გააკეთებს თუ არა ამას ირანი, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ყველა იმ იარაღს, რომელსაც განადგურების ასეთი მასშტაბები აქვს", - განაცხადა ირანელმა პოლიტოლოგმა რასულ გუდარზიმ.

შეგახსენებთ, ირანმა ატომურ იარაღთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების დარღვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ ამ შეთანხმებიდან გავიდა და ქვეყანას მკაცრი სანქციები დაუწესა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system