თავში

ირანის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენს არ შეხვდება

ირანის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენს არ შეხვდება
ირანის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენს არ შეხვდება

ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არ შეხვდება. 

ებრაჰიმ რაისმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბირთვული შეთანხმება დაარღვია, ხოლო ევროკავშირმა თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

„მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, დაუბრუნდეს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოხსნას“, - განაცხადა ებრაჰიმ რაისმა.

ცნობისთვის, ირანში მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 19 ივნისს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system