თავში

ირანის ავიახაზების მგზავრებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

ირანის ავიახაზების მგზავრებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
ირანის ავიახაზების მგზავრებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

ირანში არსებული ყველა ავიაკომპანიის მგზავრებისთვის, ფრენის დროს, სამედიცინო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რეზა ჯაფარზადემ განაცხადა.

”ყველა ავიაკომპანია ვალდებულია უზრუნველყოს სამედიცინო ნაკრები, მათ შორის პირბადეები, რომლის ტარებაც ყველა მგზავრისთვის სავალდებულო იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, , 2 მაისიდან ირანის ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

ქვეყანაში ინფიცირების 99,970 შემთხევაა გამოვლენილი, დაავადებას სულ მცირე 6,340 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system