თავში

ირანის ბირთვული მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება

ირანის ბირთვული მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება
ირანის ბირთვული მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეირანის შეთანხმებაში დაბრუნების სანაცვლოდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების სრულად გაუქმებას ითხოვს. ინფორმაციას Guardian ავრცელებს. თეირანი ამ მოთხოვნებს ბიზნესისა და ნავთობის ექსპორტის სრული დატვირთვით ფუნქციონირების აღდგენისთვის აყენებს.

თეირანი განცხადებით, ვაშინგტონმა 2016 წლიდან დაწესებული ყველა სანქცია გააუქმოს, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ადამიანის უფლებებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომლებიც ბირთვულ პროგრამას არ უკავშირდება. შემდეგ ირანი ამ პირობის შესრულებას შეამოწმებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

მიმდინარე კვირაში ამერიკული მხარე მოლაპარაკებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა. მის პოზიციას ძირითადად ევროპული მხარე ახმოვანებდა. საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მომავალ კვირაში გააგრძელებენ. ტექნიკური საკითხების განხილვა კი ისევ მიმდინარეობს.

2015 ბირთვული შეთანხმება დასავლეთის ოთხ სახელმწიფოს - აშშ-ს, გერმანიას, დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთს - ასევე რუსეთს, ჩინეთსა და ირანს შორის დაიდო. გარიგების თანახმად ისლამურმა რესპუბლიკამ ბირთვული პროგრამა შეზღუდა და სანაცვლოდ მის მიმართ დაწესებული სანქციები გაუქმდა. 2018 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ შეთანხმება დატოვა, რადგან ჩათვალა, რომ ირანის ბირთვული იარაღის განვითარებაში ხელის შესაშლელად საკმარისად მკაცრი არ იყო და თეირანს მკაცრი სანქციები დაუწესა. ირანი ბირთვული იარაღის შექმნის მიზანს უარყოფს და აცხადებს, რომ პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის საპასუხოდ ირანი კიდევ უფრო არღვევს შეთანხმებით დაწესებულ პირობებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system