თავში

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მოკლეს

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მოკლეს
ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მოკლეს

ბირთვული მიმართულებით ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერი მოსენ ფაჰრიზადე თეირანთან ახლოს მოკლეს.

BBC-ის ცნობით, ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. 

„შეიარაღებულმა ტერორისტმა მიზანში ამოიღო ავტომობილი, რომლითაც ფაჰრიზადე გადაადგილდებოდა. ტერორისტსა და პირად დაცვას შორის შეტაკების დროს ბატონი ფაჰრიზადე მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმების ჯგუფის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა და ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა“, - ნათქვამია ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა მომხდარს „სახელმწიფო ტერორის აქტი“ უწოდა და ისრაელზე მიანიშნა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა როგორც ირანულ მედიაში წერენ, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს აქამდეც გამოუხატავს ინტერესი ფაჰრიზადეს პიროვნებისადმი.

ფაჰრიზადე ირანის ე.წ. „იმედის“ პროგრამას ხელმძღვანელობდა. ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები ირწმუნებოდნენ, რომ პროგრამა ირანში ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system