თავში

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა - VIDEO

​ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა - VIDEO

ირანის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ალი რეზა ვაჰაბზადემ განაცხადა.

"ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ექიმ ჰარირჩის, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა, ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა", - წერს ვაჰაბზადე Twitter-ში.

ამასთან, ინტერნეტში გუშინდელი პრესკონფერენციის ვიდეოს ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ მინისტის მოადგილე თავს შეუძლოდ გრძნობს. ჟურნალისტების თქმით, მან რამდენჯერმე დაახველა

გუშინ ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ქალაქ ყუმში კორონავირუსით 50 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

"თქვეს, რომ 50 დაიღუპა. წერილობით, ოფიციალურად დაგვისახელეთ მათი სახელები. პირდაპირ ვიტყვი, რომ თუკი ყუმში ამ დაავადებით გარდაცვლილთა რიცხვი ამის ნახევარს, ან მეოთხედს შეადგენს, მე გადავდგები", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ბოლო ინფორმაციით, ირანში კორონავირუსს უკვე 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system