თავში

ირანის მთავრობის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

​ირანის მთავრობის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა
ირანის მთავრობის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირანის მთავრობის პრესმდივანი, ალი რაბიი საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც მისი ტესტი COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ცნობებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რაბიი თავს სუსტად გრძნობდა და კორონავირუსის სიმპტომებს უჩიოდა.

მედიის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის ირანში ახალი კორონავირუსის 293 606 შემთხვევაა დადასტურებული, 15 912 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system