თავში

ირანის ორ ქალაქში კარანტინია გამოცხადებული

ირანის ორ ქალაქში კარანტინია გამოცხადებული
ირანის ორ ქალაქში კარანტინია გამოცხადებული

ირანში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რადიკალური ზომების მიღება დაიწყეს. ორი ქალაქი - მაზადარანი და გილანი - ტურისტებისთვის დაკეტილია.

ირანში ახალი ტიპის COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 124-ს მიაღწია, ინფიცირებულია 4747 ადამიანი. სკოლებში სწავლა 20 მარტამდე შეწყვეტილია. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, მოგზაურობისა და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, ვიდრე ბავშვებს არდადეგები აქვთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს სერიოზულად მოეკიდონ ვირუსის გავრცელებას.

კრონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, მსოფლიო მასშტაბით, 3200-ს აჭარბებს, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 95000-ზე მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system