თავში

ირანის პარლამენტის სპიკერი COVID-19-ით დაინფიცირდა

ირანის პარლამენტის სპიკერი COVID-19-ით დაინფიცირდა
ირანის პარლამენტის სპიკერი COVID-19-ით დაინფიცირდა

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდა და ირანელი მაღალჩინოსნების მზარდ ჩამონათვალს შეუერთდა, რომლებიც ინფიცირებულნი არიან ვირუსით. ამის შესახებ ABC News წერს.

მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის თქმით, ვირუსი ერთ-ერთი კოლეგისგან გადაედო. მან აღნიშნა, რომ მუშაობას არ შეწყვეტს და საქმის კეთებას თვითიზოლაციიდან განაგრძობს.

ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო 32 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შუა აღმოსავლეთში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში სულ მცირე 30 დეპუტატი დაინფიცირდა ვირუსით და ქვეყნის უმაღლესი ლიდერის უფროსი მრჩეველი COVID-19-ით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ირანში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 581 824 ადამიანი დაინფიცირდა და 33 299 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system