თავში

ირანის საელჩო აზერბაიჯანში სომხეთის იარაღით მომარაგებაზე განცხადებას ავრცელებს

​ირანის საელჩო აზერბაიჯანში სომხეთის იარაღით მომარაგებაზე განცხადებას
ირანის საელჩო აზერბაიჯანში სომხეთის იარაღით მომარაგებაზე განცხადებას ავრცელებს

ირანის საელჩო აზერბაიჯანში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი სომხეთს იარაღსა და სამხედრო ტექნიკას ირანის ტერიტორიის გავლით ამარაგებს.

“რიგ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასაზღვრო პუნქტ “ნორდუზის” გავლით რუსეთი სომხეთს იარაღითა და მძიმე ტექნიკით ამარაგებს. ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია ყალბია და უსაფუძვლო. ამგვარი ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის წინააღმდეგ არის მიმართული”, – აღნიშნავენ საელჩოში.

პირველად ასეთი ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის 12 ივლისის სამხედრო დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system