თავში

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩავიდა

​ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩავიდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება.

”ირანი მოხარულია, რომ ჩვენმა მეგობარმა აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიები ოკუპაციისგან გაათავისუფლა და ისინი აზერბაიჯანელი ხალხის კონტროლის ქვეშ გადავიდა”, - განაცხადა ზარიფმა ბაქოში ვიზიტისას.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მიწებზე სტაბილურობის შენარჩუნებისა და ტერიტორიების აღდგენის საკითხს განიხილავენ. მხარეები რეგიონული თანამშრომლობისა და ჩრდილო-სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ დერეფნების შესახებაც ისაუბრებენ.

ჯავად ზარიფი აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს ეწვევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system