თავში

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დემონსტრანტების დარბევა და მკვლელობა აღიარა

ირანი დემონსტრანეტბი
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დემონსტრანტების დარბევა და მკვლელობა აღიარა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაარბიეს და დახოცეს ე.წ.  „მეამბოხეები“ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ირანში საპროტესტო გამოსვლები გაზზე ფასის გაძვირებას მოჰყვა. ქვეყანაში საწვავზე ფასი, რომელსაც სახელმწიფო ასუბსიდირებდა, 50 %-ით გაიზარდა.

აღიარება მოჰყვა ფარსის ენაზე მაუწყებელი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის კრიტიკას, სადაც ქვეყანაში 15 ნოემბერს დაწყებულ კრიზისზე იყო საუბარი.

მანამდე ირანში აქციებზე დაღუპული და დაშვებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას Amnesty International- ავრცელებდა. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციებზე 208 ადამიანი დაიღუპა.

ირანს ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო მღელვარებისა და აქციებზე განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერაც არ გამოუქვეყნებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system