თავში

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში 7 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

​ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში 7 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში 7 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

ირანში პრეზიდენტობისთვის ბრძოლა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტობის კანდიდატების ოფიციალური სია გამოაქვეყნა. ამის შესახებ France24 წერს.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი 592 ადამიანმა გამოთქვა, თუმცა საბოლოოდ 7 ადამიანი იქნა დაშვებული. კანდიდატებს შორის არიან სასამართლო ხელისუფლების ლიდერი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ცენტრალური ბანკის მმართველი.

ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ პარლამენტის ყოფილი სპიკერის ალი ლარიჯანის დისკვალიფიკაცია მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ის რეფორმისტებისა და ზომიერი ფრაქციისთვის ყველაზე მისაღები კანდიდატი იყო. ახლა ისინი სხვა ფიგურის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.

ირანის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებული იყო ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი, რომელიც ასევე რეგისტრაციიდან მოიხსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system