თავში

ირანის საზღვრები 32 ქვეყნისთვის დაიკეტა

ირანის საზღვრები 32 ქვეყნისთვის დაიკეტა
ირანის საზღვრები 32 ქვეყნისთვის დაიკეტა

ირანის ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 32 ქვეყნისთვის საზღვრები დროებით დაკეტა. ამის შესახებ გამოცემა Tasnim იუწყება. 

გამოცემის ცნობით, ირანში შესვლა ეკრძალებათ 32 ქვეყნიდან მიმავალ მგზავრებს, ასევე მათ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რომელიმე ამ ქვეყანაში 4 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. 

ამასთან, სასაზღვრო კონტროლზე ირანში შესვლის ნებისმიერ სხვა მსურველს კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევს.

ირანში კორონავირუსით 1 631 519 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 60 ათასს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system