თავში

ირანის SCO-ში მიღების პროცესი დაიწყო

​ირანის SCO-ში მიღების პროცესი დაიწყო
ირანის SCO-ში მიღების პროცესი დაიწყო

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის მონაწილეებმა, რომელიც ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტს, რომელიც ორგანიზაციაში ირანის მიღების პროცესის დაწყებას გულისხმობს.

ამრიგად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრების რაოდენობა მალე ცხრამდე გაიზრდება.

ამასთან, თეირანის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.

2005 წელს ირანმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსიმიიღო, რის შემდეგაც 2008 წელს მან სრული წევრობაზე შეიტანა განაცხადი. 2015 წლამდე თეირანი SCO–ში გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მასზე დაწესებული სანქციების გამო ვერ შედიოდა.

ცნობისთვუს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით 21-ე სამიტი დაიწყო, რომელშიც წევრებისა და დამკვირვებლების ჩათვლით 12 სუბიექტი მონაწილეობს.

ტაჯიკეთის გარდა, სამიტის გახსნას ადგილზე დაესწრნენ ყირგიზეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, პაკისტანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები, ხოლო რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და მონღოლეთის ლიდერებმა სამიტის გახსნაში მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიიღეს.

სამიტის ფარგლებში მხარეები გაცვლიან შეხედულებათა ფართო სპექტრს, მათ შორის ავღანეთზე, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობაზე და ერთობლივ ღონისძიებებზე კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system