თავში

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, მასუმ ებტეკარმა ტესტის ჩატარება გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაწყვიტა. პასუხი კი, დადებითი იყო.

კორონავირუსი დაუდგინდა ასევე ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, მოჯტაბ ზელნურს. 

ზელნური ქალაქ ყუმიდანაა არჩეული, სადაც ამ დროისთვის ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ირანის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. კორონავირუსი კიდევ ერთ ირანელ პოლიტიკოსს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ირანში ახალი კორონავირუსით 245 ადამიანია ინფიცირებული. დაიღუპა 26 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system