თავში

ირანმა ბირთვული მიწისქვეშა ობიექტის მშენებლობა დაიწყო

ირანმა ბირთვული მიწისქვეშა ობიექტის მშენებლობა დაიწყო
ირანმა ბირთვული მიწისქვეშა ობიექტის მშენებლობა დაიწყო

ირანმა ფორდოში მიწისქვეშა ობიექტის მშენებლობა დაიწყო, რასაც სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მოწმობს. 

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ ეს ბირთვული ობიექტის კონსტრუქციაა, თუმცა ირანი ამ ინფორმაციას უარყოფს.

ექსპერტი ირანის საკითხებში ჯეფრი ლიუისი აცხადებს, რომ ატომური სადგურის მშენებლობის ყველა დეტალი უნდა შეისწავლონ და ამის შემდეგ გამოიკვეთება, რა გზით მიდის ირანის ბირთვული ინტერესები.

ინტერნაციონალური ატომური ენერგიის სააგენტო ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომადგენლები ირანში მისიით იმყოფებიან.

ობიექტის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დაიწყო. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მოწმობს, რომ ბირთვული ობიექტის მშენებლობა მთის ძირში ხდება, რათა პოტენციური საჰაერო თავდასხმისგან თავის დაცვა გამარტივდეს.

აღნიშნულმა ფაქტმა ირანსა და აშშ-ს შორის შესაძლოა ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამძაფროს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system