თავში

ირანმა ფრანგი მეცნიერი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ირანმა ფრანგი მეცნიერი პატიმრობიდან გაათავისუფლა
ირანმა ფრანგი მეცნიერი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ირანის მთავრობამ, 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის - Sciences Po-ს ფრანგი მკვლევარი, როლანდ მარშალი გაათავისუფლა. ამის შესახებ, დღეს დილით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ როლანდ მარშალი, რომელიც 2019 წლის ივნისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა გაათავისუფლეს და 21 მარტს სამშობლოში დაბრუნდება", - ნათქვამია მაკრონის განცხადებაში. 

ემანუელ მაკრონს მარშალის გათავისუფლების მიზეზების შესახებ არ უსაუბრია. თუმცა, როგორც აკადემიკოსის კოლეგამ France Info-ს განუცხადა, როლანდ მარშალი ახალი ტიპის კორონავირუსით არის ინფიცირებული. 

ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ირანის მთავრობას, საფრანგეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მეცნიერი ფარიბა ადელკაჰიც გაათავისუფლოს, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.

როლანდ მარშალსა და ფარიბა ადელკაჰს ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელება და ეროვნული უსაფრთხოების შელახვა ედებათ ბრალად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system