თავში

ირანმა გამდიდრებული ურანის დაშვებულ მოცულობას 16-ჯერ გადააჭარბა

​ირანმა გამდიდრებული ურანის დაშვებულ მოცულობას 16-ჯერ გადააჭარბა
ირანმა გამდიდრებული ურანის დაშვებულ მოცულობას 16-ჯერ გადააჭარბა

ირანმა გამდიდრებული ურანის მოცულობას, რომელიც 2015 წლის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და დაშვებული, 16-ჯერ გადააჭარბა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ირანში ამ დროისთვის 2,4 კილოგრამი ურანია წარმოებული, რომელიც 60 პროცენტამდეა გამდიდრებული.

ზოგადად, ირანს განკარგულებაში აქვს 3,2 ათას კილოგრამზე მეტი ურანი, რომელიც სხვადასხვა დონემდეა გამდიდრებული. ეს 16-ჯერ მეტია, ვიდრე ირანს 2015 წელს ბირთვული შეთანხმების საფუძველზე აქვს ნებადართული.

ამავე ხელშეკრულების თანახმად, ირანს ურანის გამდიდრება მხოლოდ 4 პროცენტამდე შეუძლია, რაც აუცილებელია მისი ბირთვულ ელექტროსადგურებში გამოყენებისთვის. ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭიროა 90 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი. ამასთან, როდესაც ურანი 60 პროცენტამდეა გამდიდრებული, უფრო მაღალი დონის მისაღწევად უფრო ცოტა დროა საჭირო.

”სამოცი პროცენტი თითქმის იარაღის დონეა”, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანმა ურანის 60 პროცენტამდე გამდიდრება აპრილში დაიწყო, როდესაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემებზე და სურათებზე წვდომა დაკარგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system