თავში

ირანმა კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ის დახმარებაზე უარი განაცხადა

ირანმა კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ის დახმარებაზე უარი განაცხადა
ირანმა კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ის დახმარებაზე უარი განაცხადა

ირანის უზენაესმა ლიდერმა - აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ, COVID-19-თან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, შეერთებული შტატებისგან დახმარებას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

”აშშ-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მზად არის სამედიცინო დახმარება გაუწიოს ირანს და მიაწოდოს მას საჭირო მედიკამენტები, რაც ძალიან უცნაურია, პირველ რიგში იმიტომ, რომ, როგორც საინფორმაციო წყაროებიდან ირკვევა, ამერიკა თავად განიცდის სამედიცინო ინვენტარისა და მედიკამენტების დეფიციტს", - განაცხადა ხამენეიმ სატელევიზიო მიმართვისას.

"ამასთან, ვირუსის შექმნას ამერიკის შეერთებულ შტატებს აბრალებენ. არ ვიცი, ეს მოსაზრება რამდენად მართალია, თუმცა ირანისთვის დახმარების შემოთავაზება მეტად საეჭვოა", - დასძინა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

აიათოლა ალი ხამენეიმ შეერთებულ შტატებს ისლამური რესპუბლიკის მთავარი მტერი უწოდა და განაცხადა, რომ ირანს საკმარისი რესურსი აქვს საიმისოდ, რომ "ნებისმიერი სახის კრიზისი და გამოწვევა, მათ შორის კორონავირუსის ეპიდემია დაამარცხოს".

ოფიციალური მონაცემებით, ირანში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 610-ს აღწევს, ხოლო ეპიდემიას 1 556 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system