თავში

ირანმა მოკლული გენერლის სახელობის რაკეტა გამოსცადა

​ირანმა მოკლული გენერლის სახელობის რაკეტა გამოსცადა
ირანმა მოკლული გენერლის სახელობის რაკეტა გამოსცადა

ირანმა ბალისტიკური რაკეტა "ჰაჯ ქასემი" გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელერადიოკომპანია IRIB ავრცელებს.

"მიწა-მიწა" ტიპის რაკეტა 2020 წლის იანვარში მოკლული გენერლის, ქასემ სულეიმანის სახელს ატარებს.

ირანმა ფრთოსანი რაკეტა "აბუ მაჰდი" გამოსცადა. მას სულეიმანისთან ერთად მოკლული მეთაურის, აბუ მაჰდი აბუ მაჰდი ალ მუჰანდისის სახელი დაარქვეს.

"ჩვენ მტერი ხმელეთსა და ზღვაზე რაკეტების მეშვეობით უნდა შევაკავოთ", - ასე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი ცდებს.

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ სამხედრო ოპერაციის შედეგად ქასემ სულეიმანი მოკლა. გენერალი სულეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სარაკეტო დარტყმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system