თავში

ირანმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა

ირანმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაად
ირანმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა

ირანის ხელისუფლებამ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბირთვულ ობიექტზე წინასწარ შეტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. 

ირანის სპეცსამსახურების ცნობით, დივერსიის მოწყობაში მთავარი ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე რეზა კარიმია. მათივე განცხადებით, რეზა კარიმიმ ქვეყანა ბირთვულ ობიექტზე მომხდარ აფეთქებამდე დატოვა.

11 აპრილს ირანის "შაჰიდ აჰმად როშანის" ელექტროგამანაწილებელ ქსელში ავარია მოხდა. 

ირანმა 14 აპრილს ურანის 60 %-მდე გამდიდრებისა და ნათანზის ბირთვულ სადგურზე ათასი თანამედროვე ცენტრიფუგის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათი განცხადებით, ისრაელმა ნათანზის მთავარ ატომურ ობიექტზე შეტევა განახორციელა. ირანის პრეზიდენტის თქმით, ნათანზის ატომურ ობიექტზე შეტევა ვენის მოლაპარაკებებზე სერიოზულად აისახება.

ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში, უდაბნოში მდებარე ობიექტი ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და მას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები აკონტროლებენ. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ნათანზში ზარალი უფრო დიდი იყო, ვიდრე ირანში განაცხადეს. ამ ეტაპზე მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.

ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს. ირანის ოფიციალური ინფორმაციით, ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system