თავში

ირანმა სპარსეთისა და ომანის ყურეში მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქები შექმნა

ირანმა სპარსეთისა და ომანის ყურეში მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქები შექმნა
ირანმა სპარსეთისა და ომანის ყურეში მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქები შექმნა

ირანულმა ჯარმა თავდაცვითი სარაკეტო სისტემები შექმნა, რომელიც სპარსეთისა და ომანის ყურეებში, მიწისქვეშ მდებარეობს. ამის შესახებ ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის საზღვაო ძალების მეთაურმა, ალირეზა ტანგსირმა განაცხადა.

”ჩვენმა მტრებმა იციან, რომ ჩვენს ჯარსა და გვარდიას  მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქები გააჩნია, რომლებიც მთელი სპარსეთის ყურისა და მექრანის გასწვრივ (ომანის ყურის სანაპიროზე) მდებარეობს. თუმცა, მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ”, - ციტირებს მას გამოცემა Tasnim.

ტანგსირმა დასძინა, რომ მთელ სამხრეთ საზღვაო საზღვარზე, 2,2 ათას კილმეტრზე  428 საზღვაო ქვედანაყოფია განლაგებული, რომელიც 23 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს.

ირანის საზღვაო საზღვარი ინდოეთის ოკეანემდე ვრცელდება. ამავე დროს, ქვეყნის საზღვაო ძალების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია სპარსეთის ყურეში. 

22 ივნისს ტანგსირმა განაცხადა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები,  ამ წლის ბოლომდე, ინდოეთის ოკეანეში სამხედრო ბაზის შექმნისთვის საჭირო სამუშაოებს დაიწყებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system