
ირანმა გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობაზე მკვლელობაზე შურისძიების 13 სცენარი შეიმუშავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Reuters" ავრცელებს. როგორც ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი შამხანიმ განაცხადა, „ამ ვარიანტებიდან ყველზე მსუბუქიც კი აშშ-ისთვის შესაძლოა, ისტორიულ კოშმარად იქცეს“.
„ამერიკელებმა იციან, რომ ისინი ირანის პასუხის წინაშე მოწყვლადები არიან. აშშ-ის ძალებს საკუთარი ნებით თუ არ სურთ რეგიონის დატოვება, მაშინ ჩვენ მათ ამას ვაიძულებთ“, – განაცხადა ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა.