თავში

ირანმა ტრამპის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი განაცხადა

ირანმა ტრამპის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი განაცხადა
ირანმა ტრამპის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი განაცხადა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ თეირანს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული მექანიკური სასუნთქი აპარადები არ სჭირდება.

"ირანი რამდენიმე თვეში თავად დაიწყებს მექანიკურ ვენტილაციის აპარატების ექსპორტს. პრეზიდენტი ტრამპი სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს, განსაკუთრებით ჩემი ხალხის საქმეებში. მერწმუნეთ, ჩვენ არ ვიღებთ რჩევებს რომელიმე ამერიკელი პოლიტიკოსისგან", - განაცხადა ზარიფმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

მანამდე, ტრამპმა თეთრი სახლის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის სურვილის შემთხვევაში შეერთებული შტატები მზად არის ისლამურ რესპუბლიკას დაეხმაროს და ფილტვების სავენტილაციო აპარატები გადასცეს.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალირეზ ვაჰაბამ განაცხადა, რომ ირანში ინფიცირებულთა რაოდენობა 82 ათასს აჭარბებს, ხოლო 5 ათასზე მეტი პაციენტი დაიღუპა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system