თავში

ირანში "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ირანში "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
ირანში ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ისრაელის სპეცსამსახურებმა, სამი თვის წინ, ირანში ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი, აბდულა აჰმედ აბდულა მოკლეს, რომელიც კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოებთან მომხდარი ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ New York Times აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის დაზვერვის ოპერატიულმა ჯგუფებმა, რომლებიც შეერთებული შტატების სახელით მოქმედებდნენ, 7 აგვისტოს, თეირანში მაყუჩიანი იარაღით აბდულა აჰმედ აბდულას ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სპეცსამსახურებმა  ასევე მოკლეს მისი ქალიშვილი მირიამი, ალ-ქაიდას დამფუძნებლის, ოსამა ბენ ლადენის შვილის, ჰამზას ქვრივი. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოსამა ბინ ლადენი ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს.

გამოცემის წყაროების თანახმად, აბდულა ირანში 2003 წლიდან იმყოფებოდა და 2015 წლიდან თეირანში ცხოვრობდა. FBI-იმ აბდულა აჰმედ აბდულა ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა  და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის ჯილდოდ 10 მილიონი აშშ დოლარი დააწესა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system