თავში

ირანში ავიაკატასტროფაში ეჭვმიტანილები დააკავეს

​ირანში ავიაკატასტროფაში ეჭვმიტანილები დააკავეს
ირანში ავიაკატასტროფაში ეჭვმიტანილები დააკავეს

თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფაში რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს. მათი ვინაობა ჯერ არ სახელდება.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების თქმით, დაკავებულია ორი ადამიანი. 

ამასთან, ირანის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, გოლიამჰოსეინ ესმაილის თქმით, ირანმა თვითმფრინავის "შავი ყუთები" გასაშიფრად საფრანგეთს გადასცა. 

შეგახსენებთ, თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის 82 მოქალაქე იყო.

ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჰასან როჰანიმ ამ ფაქტს კატასტროფული შეცდომა უწოდა და ღრმა მწუხარება გამოთქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system