თავში

ირანში COVID-19-ის მეოთხე ტალღა დაიწყო

ირანში COVID-19-ის მეოთხე ტალღა დაიწყო
ირანში COVID-19-ის მეოთხე ტალღა დაიწყო

ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით, ორ პროვინციაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Aljazeera წერს.

”სამწუხაროდ, მეოთხე ტალღა უკვე ორ პროვინციაში დაიწყო და შესაძლოა იგი რიგ სხვა პროვინციებშიც გავრცელდეს თუ საჭირო ზომებს არ მივიღებთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ”, -განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ბოლო დღეების განმავლობაში ირანში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები სწრაფი ტემპით იზრდება. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 908 974-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 62 626 76-ს აჭარბებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system