ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 410-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 184 955 ადამიანს დაუდგინეს.
გარდაცვლილია 8 730 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 71 ადამიანი ემსხვერპლა.