ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 886-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 167 156 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 129 741 გამოჯანმრთელდა.
გარდაცვლილია 8 134 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 63 ადამიანი ემსხვერპლა.