
ირანში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 806-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 120 198 ადამიანს დაუდგინეს, მათგან 94 464 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გარდაცვლილია 6 988 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 51 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ერთ დღეში ინფექციით დაღუპულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.