თავში

ირანში ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

ირანში ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა
ირანში ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

ირანში, ქალაქ აჰვაზში მდებარე ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ISNA აქვეყნებს.

ამ დროისათვის აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ შემთხვევა სიცხის გამო მოხდა. 

ირანული გამოცემა ISNA-ს ინფორმაციით, აფეთქებას თან ახლდა ძლიერი ხანძარი, რომელიც ამ დროისათვის უკვე ლოკალიზებულია.

შესაძლო მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, 1 ივლისს ირანის დედაქალაქში, თეირანში აფეთქება მოხდა. სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა.

 ხოლო, 26 ივნისს ირანის დედაქალაქ თეირანში სამხედრო ბაზის მახლობლად მძლავრი აფეთქება მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system