თავში

ირანში გენერალი ქასემ სულეიმანი დაკრძალეს - განახლებულია

​ირანში გენერალი ქასემ სულეიმანი დაკრძალეს
ირანში გენერალი ქასემ სულეიმანი დაკრძალეს - განახლებულია

ირანის ქალაქ ქერმანში აშშ-ს მიერ ლიკვიდირებული გენერალი ქასემ სულეიმანი დაკრძალეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს წერს.

CNN-ის ინფორმაციით, მისი ცხედარი მთელი ქალაქის გავლით მზის ამოსვლამდე ადგილობრივ სასაფლაოზე მიიტანეს.

სულეიმანის დაკრძალვას ადგილობრივი მედიის ცნობით, მილიონობით ადამიანი ესწრებოდა. გენერალი გუშინ უნდა დაეკრძალათ, თუმცა მომხდარი ჭყლეტის დროს, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, რის გამოც ცერემონია გადაიდო.

დაკრძალვის ცერემონიაზე აუამრავი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც „სიკვდილი ამერიკას“ სკანდირებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system