თავში

ირანში კიდევ ერთ პარლამენტარს კორონავირუსი დაუდგინეს

​ირანში კიდევ ერთ პარლამენტარს კორონავირუსი დაუდგინეს
ირანში კიდევ ერთ პარლამენტარს კორონავირუსი დაუდგინეს

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მოჯტაბ ზელნური აცხადებს, რომ კორონავირუსი აქვს.

"დიახ, კორონავირუსზე ტესტი დადებითი აღმოჩდა, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, მე კარანტინში ვარ მოთავსებული. ღმერთის წყალობით, ჩვენი ერი კორონავირუსს დაამარცხებს", - განაცხადა დეპუტატმა ვიდეოში, რომელსაც ტელერადიოკომპანია IRIB ავრცელებს.

ზელნური ქალაქ ყუმიდანაა არჩეული, სადაც ამ დროისთვის ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ირანის ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე, ირაჯ ჰარირჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. კორონავირუსი კიდევ ერთ ირანელ პოლიტიკოსს დაუდასტურდა.

ბოლო ინფორმაციით ირანში კორონავირუსით 139 ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა 19. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system