თავში

ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ირანში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ახალი ტიპის კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ირანის, მაზანდარანის ოსტანის სამედიცინო მეცნიერების უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე COVID-19-ის ინფექციით სულ რვა ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი პირი ირანის მოქალაქეა, რომელიც თეირანიდან ტონეკაბონში მოგზაურობდა.

ირანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსი სავარაუდოდ ჩინელმა მუშებმა გაავრცელეს, რომლებიც ყუმში მუშაობდნენ და ჩინეთში დადიოდნენ.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები 32 ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორის, ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაშია დადასტურებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system