
ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 5 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი დაშავდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც იგრძნობოდა.
აღმოსავლეთ აზერბაიჯანის კრიზისული მართვის ცენტრის უფროსის, მოჰამედ ბაქერ ჰონარის განცხადებით, რაიონში 8 სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა.