თავში

ირანში მოშიმშილე უფლებადამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს

​ირანში მოშიმშილე უფლებადამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ირანში მოშიმშილე უფლებადამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ირანში შიმშილობის დაწყებიდან 40 დღის შემდეგ სახაროვის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ნასრინ სოტუდე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2018 წელს სოტუდეს სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის 38 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სოტუდემ შიმშილობა დაიწყო და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და კორონავირუსის პირობებში საპატიმრო პირობების გაუმჯობესება მოითხოვა.

უფლებადამცველის მეუღლის თქმით, საავადმყოფოში გადაყვანილის ნახვის უფლება მას მხოლოდ მცირე ხნით მისცეს.

"ის ძალიან დასუსტებულია, წონაში დაიკლო, სახე ჩამოეწელა, თვალები ჩაუვარდა", - განაცხადა სოტუდეს ქმარმა.

მისი თქმით, საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულები იზოლირებულები არ არიან, ამიტომ ის შიშობს, რომ ნასრინი, შესაძლია, COVID-19-ით დაინფიცირდეს.

57 წლის ნასრინ სოტუდე სასამართლოში არასრულწლოვნების უფლებებს იცავდა, რომელთაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. ასევე ქალებს, რომლებიც იმიტომ დააპატიმრებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჰიჯაბი არ ეკეთათ.

2012 წელს ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დაცვისთვის მას სახაროვის პრემია მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system