თავში

ირანში პირბადის ტარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

ირანში პირბადის ტარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს
ირანში პირბადის ტარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, ისლამურ რესპუბლიკაში პირბადეების ტარება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

"ხალხმრავალ და დახურულ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო დაახლოებით ერთ კვირაში გახდება. მაგრამ ამისათვის საჭიროა ქვეყანაში ბევრი იაფფასიანი პირბადე უნდა ვაწარმოოთ, რათა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში პირველად, ამ კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა, რაშიც ოფიციალურ პირებს ადანაშაულებენ, ვინაიდან ქვეყანაში არ არის დაცული სოციალური დისტანციის წესები და არ არის სავალდებულო პირბადეების ტარება.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე ირანში კორონავირუსის 202 584 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 9 507 პაციენტი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system