თავში

ირანში ცოლ-ქმარს ფულის გაყალბებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

ირანში ცოლ-ქმარს ფულის გაყალბებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს
ირანში ცოლ-ქმარს ფულის გაყალბებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

ირანში ფულის გათეთრებისა და სხვა ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სპეციალურმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 2 მათგანს სიკვდილი მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლომ დღეს გაავრცელა.

ნაჯვა ლაშეიდაი და მისი ქმარი ვაჰიდ ბეზადი კონტრაბანდისტობაში დაადანაშაულეს. სასამართლოს სპიკერმა,  გოლამჰოსეინ ისმაილმა განაცხადა, რომ მათ მიერ გაყალბებული ფულის რაოდენობამ 200 მილიონ დოლარს მიაღწია.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ 300 კილოგრამი ოქრო და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია "Saipa-გან" ნაყიდი 6,700 მანქანა აღმოაჩნდათ. ამავე საქმეზე დეპუტატებს ფერეიდონ აჰმადს და მუჰამედ აზიზს, კომპანიასთავ კავშირისთვის, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, "Saipa-ს" დირექტორს მეჰდი ჯამალს კი - 7 წელი. ისინი ქალაქ ზანჯანის წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც დედაქალაქ თეირანიდან დასავლეთით, 300 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

ირანის კანონმდებლობის მიხედვით, განაჩენის გასაჩივრება 20 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system